როგორ ეხმაურება ირაკლი ღრიბაშვილი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს

როგორ ეხმაურება ირაკლი ღრიბაშვილი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის პოსტს იგი "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

"ქართული ოცნების თითოეულ წევრს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.

მჯერა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება!", - ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ქართველმა ხალხმა დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტი აირჩია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე საზოგადოებამ ტელეკომპანია "იმედისა" და "რუსთავი ს"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები იხილა. "იმედმა" კვლევა კომპანია TNS opinion-ს დაუკვეთა, ხოლო "რუსთავი 2"-მა კომპანია GFK-ს.

"იმედის" დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 53.8% "ქართული ოცნებას" უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას". TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსია" 5%-ით.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის პირველად შედეგებს, ასეთია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 39,9%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32,74%

საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს

პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - 5.76%

ნახეთ: როგორ ეხმაურებიან ეგზიტპოლის პირველად შედეგებს "ფეისბუქზე"

როგორ შეხვდნენ "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილები ეგზიტპოლების შედეგებს

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."