მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე - "მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა"

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი ეგზიტპოლის შედეგებზე - "მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა"

შემოსული ოქმებით, მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ ახლა კომისიებშია სამუშაო "ძალიან მაგრად", რათა ხმების დაცვა მოხდეს.

"რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფაშისტური, ე.წ. პატრიოტთა ალიანსი ბარიერს ვერ ლახავს. ამ მომენტში, პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს შორის ორ დარჩენილ პარტიას შორის - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" შორის, არის სულ რამდენიმე მანდატი და შემოსული ოქმებით, მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად. არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი კომისიებში, მითუმეტეს, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი წინ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა იმიტომ, რომ სიტუაცია, რაც თავიდან გამოჩნდა, არ არის ზუსტი. აშკარად, ყოველწუთიერად იცვლება უკეთესობისკენ, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა, რომ არათუ ვინმემ ხელები ჩამოუშვას, არამედ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე წარმოგვედგინა. აბა თქვენ იცით, ვადევნებ თვალს სიტუაციას და მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა. არავითარ შემთხვევაში არ მოეშვათ. თქვენს იმედზე ვარ", - მიმართა სააკაშვილმა თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს.

იხილეთ: სააკაშვილის პირველი ვიდეომიმართვა მხარდამჭერებს ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."