"თუ ხარ სუსტი პრემიერ-მინისტრი, კაცობა მაინც გეყოს..." - სანდრა რულოვსი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

"თუ ხარ სუსტი პრემიერ-მინისტრი, კაცობა მაინც გეყოს..." - სანდრა რულოვსი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად, ჩვენი ხალხი კი უბრალოდ იქ მიდის საკუთარი ხმის დასაცავად. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.

როგორც რულოვსმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა, ყველა უბანში, სადაც ის იგებდა, "ქართული ოცნება" ცდილობს ხმის დათვლის პროცესი ჩაშალოს.

"აშკარად ვიგებდი. ჩვენ უკვე ვიღებდით კომისიის წევრებისგან დამაჯერებელი გამარჯვების დამადასტურებელ ციფრებს. ჩემს მთავარ ოპონენტს, ედიშერ თოლორაიას მისსავე სოფელში, ინგირშიც ვუგებდი და ეს ძალიან სიმბოლური იყო. ახლა კი ყველგან პროვოკაციებია. კოლონა ახლა მიდის კორცხელში, ალბათ კორცხელი 2-ის მოწყობა უნდათ. მე მგონი მათ უნდათ რევოლუციის მოწყობა და არა ჩვენ. მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად. ჩვენი ხალხი უბრალოდ იქ მიდის საკუთარი ხმის დასაცავად", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

"ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომრის თქმით, მმართველი გუნდი ყველანაირ ხერხს მიმართავს, რათა ის უბნები, სადაც სანდრა რულოვსი იგებს, ბათილად იყოს ცნობილი.

"სამეგრელოს სხვა რეგიონებშიც ძალიან რთული ვითარებაა. თუ ხარ სუსტი მინისტრი, თუ ხარ სუსტი პრემიერ-მინისტრი, კაცობა მაინც გეყოს, რომ ნორმალური ბრძოლა გამართო", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."