ბათუმის 45-ე უბანთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად პოლიციაც მობილიზებულია

ბათუმის 45-ე უბანთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად პოლიციაც მობილიზებულია

ბათუმის #68 ოლქის 45-ე უბანთან "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად პოლიციაც მობილიზებულია. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის თანაპარტიელებს აგინებდნენ "ქართული ოცნების" წევრები, რის გამოც სიტუაცია დაიძაბა და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი ინციდენტის გასარკვევად ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. "გავიგე, რაღაც კამათი იყო უბნის ეზოში და მოვედი, იქნებ ჩვენი აშავებს რამეს?", - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

45-ე უბანის შესასვლეlთან 50-ზე მეტი პოლიციელია მობილიზებული. საარჩევნო უბანში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."