ბოლო ინფორმაცია ცესკოდან, სადაც "ნაციონალები" გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

ბოლო ინფორმაცია ცესკოდან, სადაც "ნაციონალები" გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

ჩვენი პირველი მოთხოვნაა შეწყდეს ძალადობა და სცენ პატივი საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, ხოლო ცესკოსგან მოვითხოვთ შეწყდეს ამ ძალადობის ხელშეწყობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ონიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოგა ონიანმა აღნიშნა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ყველა მოგებულ უბანზე ხდება კრიმინალური ჯგუფების და სხვადასხვა წევრების მიერ რაიონებისა და უბნების დარბევა და ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, ონიანის თქმით, ყველა მსგავსი დარბევა ხორციელდება სწორედ იმ უბნებში, სადაც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვა სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე.

"დილიდანვე დავინახეთ, რომ "ქართული ოცნების" არჩევანი იყო ფიზიკური დაპირისპირება, ძალადობა და არჩევნების გაყალბება. ბოლოს ხმების დათვლის დროს ყველა მოგებულ უბანზე მოიყვანეს კრიმინალური ჯგუფები და სხვადასხვა რაიონებსა და უბნებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენი პირველი მოთხოვნაა შეწყდეს ძალადობა და სცენ პატივი საქართველოს მოქალაქეების არჩევანს. ცესკოსგან კი მოვითხოვთ, შეწყდეს ამ ძალადობის ხელშეწყობა. ეს ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ ამ დრომდე არ აქვს ცესკოს დათვლილი და გამოქვეყნებული ის უბნები და ის რაიონები, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 100:0 მოუგო "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოგა ონიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილის "მონურმა ტელევიზიამ" გამოაცხადა სწორედ ის შედეგები და ის რეზულტატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესიამოვნებოდა.

"ამ ფონზე ცესკოს ხელმძღვანელი გამოდის და ჭიკარტებით კედელზე მიწებებული ოქმების ამარა და ქაღალდზე დაწერილ რაღაც რეზულტატს აქვეყნებს, იმას, რაც ბიძინამ უნდა გაიგონოს და ამის პარალელურად ქვეყნის მთავარი ხელმძღვანელი საუბრობს, რომ კარგად ჩატარდა არჩევნები. ეს ცინიზმია და სხვა მეტი არაფერი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამაფრთხილებელ აქციაზე, რომელიც ცესკოსთან იმართება, შეკრებილები არიან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ცესკოს პერიმეტრზე აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ დინამიკები, სადაც გამომსვლელები მიმართავენ მათ მხარდამჭერებს. ცენტრალური საარჩვნო კომისიის შესასვლელებთან მობილიზებულია პოლიცია, ასევე განლაგებულია რკინის ბარიერები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."