ახალი მონაცემებით, პარლამენტში "ოცნებასა" და "ნაციონალებთან" ერთად "პატრიოტთა ალიანსიც" შედის

 ახალი მონაცემებით, პარლამენტში "ოცნებასა" და "ნაციონალებთან" ერთად "პატრიოტთა ალიანსიც" შედის

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმების 49,26 %, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 26,46 % მიიღო.

5 %-იან ბარიერს ლახავს "პატრიოტთა ალიანსიც", რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

ხმების 4,58 % მიიღო "თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,12 % "ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,55 % კი "რესპუბლიკელებმა".

წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან ფეისბუქში "პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."