როგორ განაწილდება პარლამენტში მანდატები ცესკო-ს ამ ეტაპის მონაცემებით

როგორ განაწილდება პარლამენტში მანდატები ცესკო-ს ამ ეტაპის მონაცემებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე ხმების თითქმის 90% აქვს დათვლილი.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მიხედვით ორი პარტია ლიდერობს: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მათთან ერთად 5 %-იან ბარიერს გადალახავს "პატრიოტთა ალიანსიც".

ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს.

ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად, პარლამენტში პროპორციული ადგილები ასე გადანაწილდება:

"ქართული ოცნება" - 44 მანდატი

"ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი

"პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი

ამასთან, 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში დანარჩენი 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით. მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ის კანდიდატი მოიპოვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კანდიდატებმა ვერ მიიღეს 50%-ზე მეტი, ინიშნება მეორე ტური. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, რეგიონებშიც და თბილისშიც, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურია მოსალოდნელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

30 სექტემბრის გამოკითხვის შედეგები - როგორ შეიძლება გადანაწილდეს მანდატები ახალ პარლამენტში (+ინფოგრაფიკა)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."