გიგა ბოკერია - ჩვენ გვაქვს სავარაუდოდ 500 ათასი ხმა

გიგა ბოკერია - ჩვენ გვაქვს სავარაუდოდ 500 ათასი ხმა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, 45 მაჟორიტარულ ოლქში სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, დაწყებული იმით, რომ ლიდერები არიან ციხეში, იყო ძალადობა და ა.შ. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგი, ეს არ იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები. ეს იყო უტიფრად, დაშინების და ამომრჩევლის ნების გატეხვის მცდელობით, ძალაუფლების შენარჩუნება ივანიშვილის მხრიდან, ჩვენ გვაქვს სავარაუდოდ 500 ათასი ხმა, რომლის დაცვაც შევძელით და ვიქნებით სადღაც 45 მეორე ტურში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, პარტიაში უკვე დაწყებულია კონსულტაცია, რომელიც მომავალ სამოქმედო გეგმას ეხება და გარკვეულ დროს საჭიროებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."