ბუკა პეტრიაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს

ბუკა პეტრიაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" ტოვებს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ პეტრიაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ დაწერა:

"მოგესალმებით მეგობრებო! პირველში მადლობას ვუხდი ყველა თავისუფალ დემოკრატს და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში!

დღეიდან აღარ ვარ პარტიული

და სულ ცოტა ხნით ვიქნები ........

სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას)

აბა დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!" - წერს პოლიტიკოსი პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ალასანიას თანაგუნდელია. ის "ოცნების" ხელისუფლებაში 2012-2014 წლებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."