ირაკლი ალასანია გუნდთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს

 ირაკლი ალასანია გუნდთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, ირაკლი ალასანია მედიას და საზოგადოებას 15:00 საათზე, გუნდის წევრებთან ერთად მიმართავს.

რა განცხადების გაკეთებას გეგმავს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, პარტიაში არ კონკრეტებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის დაუზუსტებელი ცნობით, შესაძლოა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს, თუმცა ამას თავად პარტიის წევრები ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა განცხადება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."