პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დარჩენაზე - "ვნახოთ, მე მგონი კი"

 პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დარჩენაზე - "ვნახოთ, მე მგონი კი"

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში რჩება, თუმცა უფრო კონკრეტულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბურჭულაძე ორ დღეში ისაუბრებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ეს იყო ყველაზე უღირსი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები, რაც კი წარმოედგინა".

"თქვენ წარმოიდგინეთ, რა ტიპის პარლამენტი მივიღეთ ჩვენ. ერთ წუთს წარმოიდგინეთ, რა პოლიტიკოსები იქნებიან პარლამენტში და როგორი რანგის პოლიტიკოსები არ იქნებიან პარლამენტში. მე ორ დღეში გავაკეთებ ბრიფინგს, მანამდე კი უნდა მოვილაპარაკო ჩემს გუნდთან", - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე პირადად ის რჩევა თუ არა პოლიტიკაში, ბურჭულაძე პასუხობს: "ვნახოთ, მე მგონი კი... კი, კი, ვრჩები. მე ვარ პოლიტიკაში როგორც ვიყავი და ჩემი პარტია არის ერთ-ერთი პარტია, რომელსაც აქვს უნარი, ქვეყანა დააყენოს ფეხზე. პარტია იარსებებს, მეც ვარ აქ", - დასძინა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."