"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

"პატრიოტთა ალიანსი", როგორც საარჩევნო ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნულს "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს.

კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები - არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

"საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად", - ნათქვამია "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 56-ე მუხლში.

ინფორმაციისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ოდენობა 2 134 515 ლარს შეადგენს.

სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიქტებიც. კერძოდ, "ქართული ოცნება", რომელმაც წინასაარჩევნოდ 13 498 020 ლარი დახარჯა და "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა 1 921 091 ლარია.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."