რა მიმართვას უგზავნის ოდესიდან მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"

რა მიმართვას უგზავნის ოდესიდან მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"

"ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის კარგად ახერხებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს. მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს, მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია დაშვებულ შეცდომებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება.

წაიკითხეთ: "ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები

დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენს აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის კარგად ახერხებდა", - აცხადებს სააკაშვილი.

რაც შეეხება მეორე ტურში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილი იმეორებს, რომ ამის აზრს ვერ ხედავს, თუმცა ასევე ადასტურებს, რომ ეს თითოეული კანდიდატის გადასაწყვეტია.

"მე დიდ პატივს ვცემ მათ მიერ გაწეულ შრომას და არასწორია, მათ არ დავუტოვოთ პირადი არჩევანის უფლება. ჩვენ მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, პოლიტიკურ მოედანზე ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დავრჩით, მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს და რაც უფრო სწორად ვიმოქმედებთ ახლა, მით უფრო ადრე მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას", - აცხადებს სააკაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."