"ფსიქოლოგს გირჩევდით, მაგრამ ეგეც მკიდია" - ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი "ფეისბუქზე" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ფსიქოლოგს გირჩევდით, მაგრამ ეგეც მკიდია" - ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი "ფეისბუქზე" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წაგების გადაბრალების თემა "ფეისბუქზე" დაპირისპირების საგანი გახდა. აღნიშნულ საკითხზე მთელი დღის განმავლობაში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა ჟურნალისტ ლაშა ბერულავას  პოსტზე.

კომენტარებში ერთმანეთს ბერულავა, "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"როცა თამარ ჩერგოლეიშვილი გლანძღავს მთელი ქვეყნის ძუძუები გლოცავს..."

ტელეწამყვანის პოსტს თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი, კატო კოპალეიშვილი გამოეხმაურა, რასაც მასსა და ჟორჟოლიანს შორის დაპირისპირება მოჰყვა:

კატო კოპალეიშვილი:

მთელი ქვეყნის ძუძუებს, ჩემი ძუძუები გამოაკელით და თქვენი კომპლიმენტები თქვენთვის შეინახეთ ჩემი მისამართით - sorry for breaking the news, მაგრამ მაგ ქალის გაზრდილი ვარ

ნანუკა ჟორჟოლიანი:

არასოდეს ჩემი შვილი არ ერევა როცა ის ქალი, რომლის გაზრდილიც ხარ მამკობს "მარგალიტებით". ბუნებრივია შევინახავ კატო. და დედასაც ურჩიე ისტერიკა დააცხროს... წარმატებები

კატო კოპალეიშვილი:

თქვენი შვილი სად ჩაერევა და სად არა, ჩემი საქმე არ არის და მაგრად მკიდია. people are different - მე ვერევი. დედას რაც შეეხება, მე ძალიან მშვიდი მეჩვენება თქვენი ისტერიკის ფონზე. წარმატებები

ნანუკა ჟორჟალიანი:

ეგ არის თქვენი პრობლემა რომ გკიდიათ. დედა თუ მშვიდი გეჩვენება უკვე პრობლემა გაქვს. სუბიექტურობის... მაგრამ რას იზამ, დედა დედაა. როგორიც არ უნდა იყოს ის

კატო კოპალეიშვილი:

ჩემი ფსიქოანალიზი არ მითხოვია - მყავს უკვე ფსიქოლოგი.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

მიხარია. გჭირდებათ

კატო კოპალეიშვილი:

თქვენც გირჩევდით, მაგრამ ეგეც მკიდია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."