შეხლა-შემოხლა ვაზისუბანში - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

შეხლა-შემოხლა ვაზისუბანში - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ქართული ოცნებიდან" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბის ინფორმაციით, მათ შტაბთან "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აბუსერიძის შტაბიდან აცნობეს, ონიანის მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ აგრესიით.

"სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით 11:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ სუპერმარკეტთან - გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა "ქართული ოცნებისა" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის, ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებით. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთა შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ონიანის შტაბის წევრები", - აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.

დეპუტატობის კანდიდატის შტაბი ფოტოსურათსაც ავრცელებს, რომელზეც, მათი განმარტებით,ის პირები არიან ასახული, ვინც დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ. აღნიშნული პირები ფოტოზე წითელი ხაზით არიან გამოყოფილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."