ქართული არჩევნები "მგელი მოვიდას" პრინციპით?! - რა გახდა ამომრჩევლის 49%-ის არჩევნებზე არმისვლის მიზეზი?!

ქართული არჩევნები "მგელი მოვიდას" პრინციპით?! - რა გახდა ამომრჩევლის 49%-ის არჩევნებზე არმისვლის მიზეზი?!

არჩევნები-2016 დასრულდა. პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგი ასე თუ ისე, ნათელია, აი, მაჟორიტარულში კი ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი სურათი გვაქვს. წინ მეორე ტური გველოდება. პოლიტოლოგები და ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ამომრჩეველს 8 ოქტომბერს თავისუფალი არჩევანის სრული შესაძლებლობა ჰქონდა... თუმცა ისიც ცხადია, რომ არჩვენებზე მისული ამომრჩევლის ოდენობამ შეადგინა 51%, რაც 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. რამ განაპირობა ელექტორატის ინერტულობა მაშინ, როდესაც საარჩვენო სივრცე გაცილებით თავისუფალი, საარჩვენო სიბიექტების მრავალფეროვნება კი, ერთი შეხედვით, ყველა გემოვნებისა და პოზიციის ადამიანს აკმაყოფილებდა?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- თითქმის ყველა წინასწარი კვლევა აჩვენებდა, რომ გადაწყვეტილება იმისა, თუ ვის მისცემდა ხმას, მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის 38-39%-ს. მათ შორის ისეთი კვლევებიც ცხადყოფდა ამას, რომლებიც არ გასაჯაროებულა. ეს 51% მივიღეთ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისგან, რომლის ნაწილი შინ დარჩა, ნაწილი კი წავიდა არჩევნებზე. როგორც შედეგები აჩვენებს, ამ ნაწილმა არჩევანი სწორედ "ქართულ ოცნებაზე" შეაჩერა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში წარმოებული კამპანიის შედეგია. ვგულისხმობ, "ქართული ოცნების" მტკიცებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაღაც საშინელების" ჩადენას აპირებდა.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება და იმის შიშით, მგელი არ მოსულიყო, ისევ "ქართულ ოცნებას" მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ისე კი, 51% კარგ აქტივობად შეიძლება მივიჩნიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმის ხარისხი ძალიან მაღალი იყო წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."