სოზარ სუბარი - ხალხი აირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით, თუ აირჩევს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ეს მომავლის საკითხია

სოზარ სუბარი - ხალხი აირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით, თუ აირჩევს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ეს მომავლის საკითხია

ქართველი ხალხი აირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით თუ აირჩევს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ეს მომავლის საკითხია, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არ ცდილობს პრეზიდენტის უფლებების შელახვას და ამ მხრივ გამოთქმულ მოსაზრებებს არასერიოზულს უწოდებს. სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის შესახებ არასწორი ინფორმაციები აქვთ.

"ქართველი ხალხი აირჩევს პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით თუ აირჩევს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, ეს მომავლის საკითხია. აქ არაფერ შუაშია გიორგი მარგველაშვილის პიროვნება და არც მისი უფლებების შელახვა. არანორმალურია, როდესაც საუბრობენ, რომ თუ პარლამენტს უნდა კონსტიტუცია გაასწოროს და სწორი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა შემოიღოს, ეს თურმე ვენდეტაა. სერიოზულად ვერ აღვიქვამ ფაქტს, როდესაც პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი გამოდის ტრიბუნასთან და ამბობს, რომ პარლამენტის საქმე არ არის, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოწყობის კონსტიტუციური მოდელი და პარლამენტარი უნდა აკეთებდეს თავის საქმეს, ეტყობა მათ პარლამენტარიზმის ისტორია, არც მისი შინაარსი და დანიშნულება არ იციან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."