"ნაციონალური მოძრაობა"- "ოცნება" მხილებულია ტყუილში, უკრაინის შესახებ რეზოლუციას შვეიცარიის დელეგაციამ მხარი დაუჭირა

"ნაციონალური მოძრაობა"- "ოცნება" მხილებულია ტყუილში, უკრაინის შესახებ რეზოლუციას შვეიცარიის დელეგაციამ მხარი დაუჭირა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" განმარტოს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ორ ისტორიულ რეზოლუციას. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებას ეხმაურება, რომ მაშინ, როცა ევროსაბჭოში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უყრიდნენ კენჭს, ისინი შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ.

"გარდა იმისა, რომ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელობის კენჭისყრის დროს ნებისმიერი შეხვედრა არასაპატიო მიზეზია, რადგან შეხვედრის დრო შეიძლება შეიცვალოს, კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ შვეიცარიის დელეგაციის წევრებს რეზოლუციებისთვის მხარი აქვთ დაჭერილი. ამრიგად, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ იქნა მხილებული უტიფარ და საქართველოსთვის საზიანო ტყუილში.

გარდა ამისა, აშკარაა, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ ამ რეზოლუციებში, რომლებიც რუსეთის ქმედებების შეფასების თვალსაზრისით უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია - რაიმე ფორმით დაფიქსირებულიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების თემატიკა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა მოხდა ასამბლეაზე რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ჩვენი მეცადინეობის შედეგად რუსეთის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ნუსხაში ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციების შესრულების მოთხოვნა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე რეზოლუცია ისტორიული მნიშვნელობისაა რადგან მათში რუსეთის ქმედებები პირდაპირაა აღწერილი როგორც "აგრესია", ხოლო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, სადაც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლად მთლიანად გამოცხადებულია ოკუპანტი სახელმწიფო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ქცევა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ამ, ისევე როგორც სხვა პრინციპულ შემთხვევებში, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოიქცა როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სატელიტი", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"

მომღერალი ნუგზარ კვაშალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - "ოცნების“ მაჟორიტარები; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია