დავით უსუფაშვილი - მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯებისთვის დამაჯილდოონ

დავით უსუფაშვილი - მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯებისთვის დამაჯილდოონ

მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯებისთვის დამაჯილდოონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

უსუფაშვილის შეფასებით, "რესპუბლიკელები" არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დაისაჯნენ.

"რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ურჩობისთვის დავისაჯეთ და ეს იგრძნობოდა ჩემს ოლქში და ზოგადად, პარტიის მიმართაც. თუმცა, მირჩევნია დავისაჯო, ვიდრე არასწორი ნაბიჯისთვის დამაჯილდოონ", - აცხადებს უსუფაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ საბურთალოს ოლქს, სადაც უსუფაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს, მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ აღნიშნულ ოლქში დიდი ფინანსური რესურსი დაიხარჯა გამარჯვებისთვის.

"გაყალბება ნიშნავს, რომ 80 ხმის ნაცვლად 10-ს გიწერენ, თუმცა მარტივი მეთოდებიც არსებობს - მაგალითად, თუ არჩევნებისთვის პარტიას აქვს ათასი ლარი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა ყველა ოლქზე თანაბრად გადაანაწილოს, ფინანსების 1/3-ს რატომღაც მხოლოდ ერთ ოლქში ხარჯავს, რადგან ამ ოლქში საკუთარი კანდიდატის გამარჯვება პრინციპის საკითხია...

ნებისმიერ კონკურენციას შესაძლო მარცხვი თან ახლავს, მე ამისთვის მზად ვიყავი - ამ ფაქტს ჩემთვის არაფერი დაუკლია, პირიქით, მომემატა ენერგია, ენთუზიაზმი, პასუხისმგებლობა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გავაგრძელებ.

ლევანთან ("ქართული ოცნების" კანდიდატი საბურთალოს ოლქში ლევან გოგიჩაიშვილი) დავმარცხდი თუ პეტრესთან, მე რომ 2012 წელს ჩამეთვალა, საბურთალოს ოლქში მე გავიმარჯვე და მაგარი ვარ-მეთქი, შესაძლოა, ახლა დამარცხების გამო გული დამწყვეტოდა, თუმცა არც მე გამიმარჯვია მაშინ და არც ლევანს გაუმარჯვია ახლა. გაიმარჯვა იმ რესურსმა და ტალღამ, რაც "ქართულ ოცნებას ორივე არჩევნებისას ჰქონდა", - განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი.

მისივე შეფასებით, ხალხი "რესპუბლიკელებს" დღეს, როგორც შორეულ ნათესავს, ისე უყურებს და საჭიროა მათთან დაახლოება.

"წლების განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ იარლიყები მოგვაკრა, ჩვენი პასუხი კი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არასაკმარისია. ივანიშვილიც კი ჩაერთო კამპანიაში, რომ "რესპუბლიკელები" კულტურულ ღირებულებებს ებრძვიან... ეს გაუგებარი სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ - ხალხი დღეს როგორც შორეულ ნათესავს, ისე გვიყურებს, თუმცა, დიახ, ნაკლები ნარცისიზმითა და ჯანსაღი ამბიციით მათი ახლო ნათესავები უნდა გავხდეთ", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."