თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ

თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას გამორიცხავს. შესაბამის განცხადებას ჩუგოშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს.

"ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ, დანარჩენი კი მომავალში გაირკვევა", - აღნიშნავს ჩუგოშვილი.

რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს და მის შედეგებს, ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტისთვის უკეთესი იქნებოდა მრავალპარტიული ყოფილიყო, თუმცა ამას მხოლოდ ამომრჩევლის ნება წყვეტს.

"სამი პოლიტიკური ძალის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საზოგადოების არჩევანია და ეს ვითარება უკეთესია, ვიდრე პარლამენტში მხოლოდ ორი მხარის წარმოჩენა - ასეთ შემთხვევაში მეტია შანსი, პოლიტიკური პროცესის პოლარიზება მოხდეს", - აცხადებს ის.

გარდა ამისა, შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში მმართველმა გუდმა პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე პარლამენტის ადგილსამყოფელი შეცვალოს და ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრა მოახდინოს, ჩუგოშვილის მტკიცებით, ერთპიროვნულად არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

"ერთპიროვნულად არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ეს ფართო შეთანხმებით უნდა მიიღწეოდეს, რადგან არცერთ საკითხზე სუბიექტური დაინტერესება არ გაგვაჩნია", - დასძენს ჩუგოშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."