გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთ კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

შსს-მ დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროა.

"საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული პირის და მათთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების წესი. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები. დისტანციული პულტები, ელექტროსადენები და სხვადასსდხვა დეტალები, დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები, მოთეთრო ფერის ფხვნილი, ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი". ორი მოწითალო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი", ერთი მომწვანო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი", მუყაოს სამი კოლოფი მათში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით. ავტომატი, იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, 6 ხელყუმბარა, 12 მჭიდი, 2112 ვაზნა და სხვა", - განაცხადეს შსს-ში.

ცნობილია, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, 1974 წელს დაბადებული დარჩო ხეჩუაშვილია.

როგორც ცნობილია, ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ იგი უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: როგორ გადაადგილდება ბრალდებული თარგამაძის მანქანის აფეთქების მომენტში - შსს სათვალთვალო კამერების კადრებს ავრცელებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."