ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გახდეს უშიშროების საბჭოს მდივანი - ეკა ბესელია

ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გახდეს უშიშროების საბჭოს მდივანი - ეკა ბესელია

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, გახდეს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა ალასანია შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნოს.

ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რას აპირებს პრეზიდენტი.

"არ ვიცი, ვის შესთავაზებს პრეზიდენტი იმ ვაკანტურ პოზიციას, რომელიც მნიშვნელოვნია. სავარაუდო გვარები სახელდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ. მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. იმედს გამოვთქვამ, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, თავის კვალიფიკაციით შესაბამისი იქნება საბჭოს სპეციფიკასთან. ირაკლი ალასანიას ბევრი წელი ნამუშევარი აქვს ამ კუთხით. გამოცდილება უთუოდ აქვს. ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი შესაფერისად, ამას ვერ გეტყვით", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."