ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან იმუშავოს

ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან იმუშავოს

ევროკავშირი მზად არის, იმუშავოს დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ და მოუწოდებს ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, იმუშაონ ერთად საქართველოს ინტერესებისთვის. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს 2016 წლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საერთო ჯამში, მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარდა.

"მიუხედავად ძალადობის ზოგიერთი ინციდენტისა საარჩევნო უბნებთან და უბნებზე, OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო შეფასებით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, კარგად ადმინისტრირებული და ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია საქართველოს "სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში" მომხდარი კონფლიქტების შედეგების დაძლევისკენ, მათ შორის ევროკავშირის სამონიტორინგო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის აქტივობის საშუალებით.

"ევროკავშირი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთგული კვლავ იქნება", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."