ირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს

ირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს

სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2"-ის ეთეში განაცხადა. რაც შეეხება მის ყოფილ თანაგუნდელებს, ალასანიას განმარტებით, ისინი ვალდებულებებისგან გათავისუფლებულნი არიან და მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.

"მე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩაფიქრებული, რომ ვაკეთო მნიშვნელოვანი საქმე, თუმცა, არა სახელმწიფო სექტორში. ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ჩვენ ვართ მეგობრები, თუმცა, პოლიტიკური ვალდებულებისგან ყველა გათავისუფლებულია, ყველამ თავად უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."