სალომე ზურაბიშვილი - ირმა ინაშვილის პარტია ჩემთვის დამნაშავე არ არის

სალომე ზურაბიშვილი - ირმა ინაშვილის პარტია ჩემთვის დამნაშავე არ არის

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში, ირმა ინაშვილის პარტიული სიით გასულ დეპუტატებთან გარკვეულ საკითხებზე ითანამშრომლებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს კითხვით მიმართა, თუ აპირებს პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში ითანამშრომლოს ირმა ინაშვილთან, ადა მარშანიასთან, ემზარ კვიციანთან, რომლებიც პარლამენტში შევლენ. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული პირებიც ქართველი ამომრჩევლის მიერ არიან პარლამენტში არჩეული და თუ ჩვენ დემოკრატიას, დასავლურობას პატივს ვცემთ, ყველა არჩეული დეპუტატი დეპუტატია.

თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ვერ ითანამშრომლებს "ნაციონალურ მოძრაობასთან". "მე ვერ ვუშვებ თანამშრომლობას "ნაციონალურ მოძრაობასთან", როგორც მოძრაობასთან და არა ინდივიდუალურ პირებთან. იმიტომ, რომ ეს არის დამნაშავე მოძრაობა. სანამ სასამართლო ბოლომდე არ დაადგენს, ვის რა წაართვეს... დღეს წავიკითხე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კოდუებს ატერორებდა და მათზე ზეწოლა იყო. ეს ყველაფერი გახსნილი უნდა იყოს და გაირკვეს. შემდეგ შეიძლება თანამშრომლობა არა დამნაშავე ნაციონალებთან. გარდა ამისა, ირმა ინაშვილის პარტია ჩემთვის დამნაშავე არ არის. ბევრ საკითხში, ალბათ, არ დავეთანხმებით ერთმანეთს. მაგრამ შესაძლებელია შრომის კოდექსზე მოვნახო იქ ზოგიერთი პარტნიორი, რომელიც ასევე დაინახვას, რომ ეს არის ცივილურ, ევროპულ საქართველოში აუცილებლობა", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."