კოლხური ბზის 16 წლის დამცველი

კოლხური ბზის 16 წლის დამცველი

2 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის რეგიონის კოორდინატორ მაია კოდუას ინიციატივით, ხობის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ურთის მთაზე კოლხური ბზის თესლის შესაგროვებლად წავიდნენ. მას შემდეგ, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სანდრო ნარსიამ არაერთ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა. გაიარა ტრენინგ-სემინარები. სკოლის ეზოში კი თანაკლასელებთან ერთად კოლხური ბზის 250 ტოტი დააკალმა. მოგვიანებით, სანდრომ სახლის სარდაფში სანერგე მეურნეობა მოაწყო, სადაც კოლხური ბზის 200 ტოტი დააკალმა და 1300 მარცვალი დათესა.

"საქართველოს მასშტაბით ბზის კორომების უდიდესი ნაწილი განადგურებულია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემით მომეწყო პატარა სანერგე სახლში, ჩემი მთავარი მოტივაცია ის არის, რომ დამეცვა ასეთი მნიშვნელოვანი მცენარე და ჩემი წვლილი შემეტანა კოლხური ბზის გადარჩენაში", - უთხრა "ლაივპრესს" სანდრო ნარსიამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."