გოგა ხაინდრავა - ზუგდიდში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქეა, შვილები -ამერიკის, რა კავშირი აქვს სამეგრელოსთან?

გოგა ხაინდრავა - ზუგდიდში სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქეა, შვილები -ამერიკის, რა კავშირი აქვს სამეგრელოსთან?

რა კავშირი აქვს სანდრა რულოვსს სამეგრელოსთან, ერთი მაინტერესებს, მე რა კავშირი მაქვს ვიცი, მე ოდიშელი აზნაური ვარ, წარმოშობით სამეგრელოდან, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გოგა ხაინდრავამ ზუგდიდში, ქუთაისსა და მთაწმინდის ოლქებში წარდგენილ კანდიდატებზე ისაუბრა. კონკრეტულად, გოგა ხაინდრავამ გიგი წერეთელისა და კობა ნარჩემაშვილის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, გიგი წერეთელი "კონფორმიზმის განსახიერებაა", კობა ნარჩემაშვილი კი, ყველაზე ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა შევარდნაძის ხელისუფლებიდან. მან ასევე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილისა და ნიკა რურუას შესახებ და ნიკა რურუას "ბოროტების საძმოს წარმომადგენელი" უწოდა. მისი შეფასებით, წარსული და მომავალი უპირისპირდება ერთმანეთს. ხაინდრავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა რუსული ბაზები საქართველოდან გაიყვანა, ნიკოლოზ რურუამ კი, ის ტანკები უკან შემოიყვანა.

"ზუგდიდში ქალბატონი სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქე, შვილები ამერიკის მოქალაქეები, რა შუაშია სამეგრელოში სანდრა რულოვსი, ერთი გამაგებინეთ, თუ არა ეს დაუოკებელი ჟინი კეთილდღეობის, საკუთარი პატივმოყვარეობის და ინტერესების. რა კავშირი აქვს სანდრა რულოვსს სამეგრელოსთან მაინტერესებს, მე რა კავშირი მაქვს ვიცი, მე ოდიშელი აზნაური ვარ, წარმოშობით სამეგრელოდან. აი, სანდრა რულოვსი რა შუაშია, მეგრელებს მინდა ვკითხო, ჩემი მიწა-წყლის წარმომადგენლებს, რა შუაშია, ან რა კავშირი აქვს საერთოდ? სანდრა რულოვსს ჰოლანდია არ უყვარს, ჰოლანდიაში ჩავიდეს, იქ პრობლემები არ არის? იქ ხალხს ზრუნვა არ სჭირდება? ან ამერიკაში, სადაც ახლა ცხოვრობს, ან უკრაინაში, თავის ქმართან ერთად. რატომ მაინც და მაინც სამეგრელოში?- იმიტომ რომ იქ არის ბუდე - კოხტა კოდუების, მეგის ქარდავების, ახალაიების. იმ ბუდეზე დაყრდნობით ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება გაგრძელდეს, ამიტომ არის სანდრა რულოვსი იქ მივლენილი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და ამ არჩევანს კიდევ ერთხელ დაადასტურებს 30 ოქტომბერს.

მე-10 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს

რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"