საარჩევნო უბნების მახლობლად პოლიცია პატრულირებას განახორციელებს

საარჩევნო უბნების მახლობლად პოლიცია პატრულირებას განახორციელებს

იმ საარჩევნო უბნების ახლომდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხვალ განმეორებითი არჩევნები ტარდება, პოლიცია პატრულირებას განახორციელებს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უბნების შორიახლოს პოლიციელთა რაოდენობა იმის პროპორციული იქნება, რა საჭიროებაც იარსებებს. მან იმედი გამოთქვა, რომ განმეორებითი არჩევნების დღე მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და პარტიების წარმომადგენლები თავშეკავებულად მოქმედების აუცილებლობას გააცნობიერებენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დამატებითი ძალების მობილიზებას მოვახდენთ კონკრეტულ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, თუმცა, პოლიციელთა რაოდენობა უბნის სიახლოვეს იქნება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე. პოლიციელები იქნებიან თვალსაჩინო რაოდენობით, მაგრამ არა იმდენი, რომ შემდგომში იყოს სპეკულაციები, თითქოს ვითარებას პოლიცია აკონტროლებდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა თავშეკავებულად იმოქმედონ. ჩვენ მათთან გვექნება კომუნიკაცია, ისევე, როგორც ეს არჩევნების დროს გვქონდა. ვფიქრობ, ისინიც ამას გააცნობიერებენ და არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. თუმცა, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი მიმართულებით განვითარებისთვის მზად ვართ", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხუციშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."