ცესკო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყონ

ცესკო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყონ

ცენტრალური საარჩევნო კომისია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლა. აღნიშნულ საკითხს ცესკო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

მისი განმარტებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებული არც ერთი ვიდეო-მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც მისცემდა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამის ვადებში განხილვისა და კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობას.

"ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ცესკოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია საფუძვლიანად იყოს გამოკვლეული თითოეული შემთხვევა - დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტები. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეობის შესწავლა. საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე, მოუწოდებს ვიდეომასალების ავტორებს, ფრაგმენტებად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ სრული, უწყვეტი ვიდეო მასალა ობიექტური რეალობის დადგენისა და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ცესკო.

კომისიის ცნობით, №68.79.46 უბნის კომისიის ცალკეულ წარმომადგენლთა ქმედების შესასწავლად, როგორც მოქმედი თანამშრომელების მიმართ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა, დისციპლინური წარმოების კუთხით.

"აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მსგავს ფაქტებზე აუცილებლად მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - აღნიშნილია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."