მარნეულის 48-ე საარჩევნო უნაბზე ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო

მარნეულის 48-ე საარჩევნო უნაბზე ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო

მარნეულში 48-ე უბანზე ამომრჩეველთა სიმრავლის გამო, ხმის მიცემის პროცედურა 08.15 საათზე, 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

48-ე უბანზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროცედურული ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.

"ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“ დამკვირვებლის ლაშა ფარულავას განცხადებით, უბანზე წილისყრის პროცედურები და საარჩევნო კომისიას შორის ფუნქციების გადანაწილების პროცედურები დაგვიანებით დაიწყო. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამის გამო საჩივარი დაწერა.

უბანზე იმყოფებიან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა სუბელიანი და "ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე. კობა სუბელიანმა საარჩევნო კომისიას შეთავაზა საარჩევნო უბნის დერეფანში, უფრო ფართო სივრცეში გამოტანა. როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ განაცხადა, ამის თაობაზე საუბნო კომისიამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიღოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."