კობა სუბელიანი - ოთახი, სადაც მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს

კობა სუბელიანი - ოთახი, სადაც მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბრობენ. როგორც დეპუტატმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბანი დილიდან დარღვევებით გაიხსნა. კობა სუბელიანის თქმით, ოთახი, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ოთახში ხალხმრავლობაა.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, როგორც კობა სუბელისნმა აღნიშნა, უკვე დაიწერა რამდენიმე საჩივარი და ასევე შეიმჩნევა კომისიის წევრებში კომპეტენციის ნაკლებობა.

როგორც სუბელიანმა აღნიშნა, მან იკითხა შესაძლებელი იყო თუ არა საარჩევნო უბნის სხვა უფრო ფართო ოთახში გადატანა, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."