ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის, მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.

ცესკო-ს სპიკერის ცნობით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული შეფერხება იყო, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრისწინა პროცედურები განხორციელდა და უბანი დროულად გაიხსნა.

განმეორებითი კენჭისყრა ოთხ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე, სოფელ განმუხურში კი, ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება.

ასევე, განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, ზუგდიდში სამ უბანზე ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."