ცესკო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თხოვნით მიმართავს

ცესკო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თხოვნით მიმართავს

ცესკო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თხოვნით მიმართავს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. უბანზე იმყოფებიან საარჩევნო სუბიექტებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"მუშაობს რამდენიმე კამერა, საარჩევნო უბანზე დახლოებით 45 ადამიანია. გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს საკუთარი საქმიანობის განახორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, როდესაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, გამოიყენოს და განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."