დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება

დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ასევე, აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, 20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, რომლის ნომერია - 2 51 00 51, ასევე იმუშავებს ონლაინ ჩათი. "მოქალაქეებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მიქელაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."