ცესკო - თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს გადალახავენ, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება

ცესკო - თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს გადალახავენ, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება

თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს გადალახავენ, რა თქმა უნდა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, განმეორებითი კენჭისყრის შედეგებზე ნამდვილად არის დამოკიდებული კონკრეტულ უბნებზე გაიმართება თუ არა მეორე ტური.

"თუკი კანდიდატები კანონით განსაზღვრულ 50%-იან ბარიერს გადალახავენ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება და გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება. მაგრამ, თუკი ვერც ერთი მათგანი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია, რამდენად მოგვცემს ამის შესაძლებლობას შედეგები", - განმარტა ანა მიქელაძემ.

საქართველოს ორ საარჩევნო ოლქში, ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) იმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები. რაც შეეხება, ამომრჩეველთა რაოდენობას, მარნეულის 48-ე უბანზე რეგისტრირებულია 1436 ამომრჩეველი, ზუგდიდის 38-ე უბანზე 1145 ამომრჩეველი, ზუგდიდის 79-ე უბანზე 925 და ზუგდიდის 108-ე უბანზე 774 ამომრჩეველი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."