ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე კვლავ ამომრჩევლის რიგები დგას

ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე კვლავ ამომრჩევლის რიგები დგას

ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე კვლავ ამომრჩევლის რიგები დგას. ამომრჩეველი იმყოფება როგორც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა სიმრავლის გამო ხმის მიცემის პროცესი ნელა მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მაჟორიტარობის კანდიდატები, მხარდამჭერები, ასევე "ქართული ოცნებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. ამ დროისთვის საარჩევნო უბანთან იმყოფებიან „ქართული ოცნების" წევრები ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები: სერგი კაპანაძე, გიგა ბოკერია, ლევან თარხნიშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."