"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" მოსულთან 300-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" მოსულთან 300-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ერაყის ქლაქ მოსულთან თითქმის 300 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი, ერაყის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული მონაცემებით, ბოევიკებმა მეტწილად, მამაკაცები და ბავშვები მოკლეს.

მანამდე, გაერო-მ განაცხადა, რომ ისლამისტებმა, ცოცხალი ფარის გამოყენების მიზნით, რამდენიმე ასეული ოჯახი ტყვედ აიყვანეს. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, მოსულთან მდებარე ორი დასახლებული პუნქტიდან გატაცებულია 550 ოჯახი.

ერაყის არმიამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. სახმელეთო ძალებს საჰაერო დახმარებას საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."