სოზარ სუბარი - 8 ოქტომბრის შემდეგ სოფლის უხუცესებმა საკუთარ თავზე აიღეს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე წესრიგის დამყარება

სოზარ სუბარი - 8 ოქტომბრის შემდეგ სოფლის უხუცესებმა საკუთარ თავზე აიღეს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე წესრიგის დამყარება

8 ოქტომბრის შემდეგ სოფლის უხუცესებმა საკუთარ თავზე აიღეს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე წესრიგის დამყარება, - ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, არჩევნები დილიდანვე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მოსახლოების აქტივობა ძალიან მაღალია. მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროცესი მთელი დღის განმავლობაში ასეთივე მშვიდ გარემოში ჩაივლის.

"ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ არ დაირღვეს წესრიგი. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდგომ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა და სხვა ლიდერებმა ახალგაზრდების პროვოცირება მოახდინეს და აქ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები და ინციდენტი, სოფლის უხუცესებმა თავის თავზე აიღეს წესრიგის დამყარება. ისინი უშუალოდ არიან აქ და აკონტროლებენ, რომ ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ეს სოფლის და ხალხის პრესტიჟია, ისინი თავად არ მისცემენ არავითარ მოძრაობას, პოლიტიკოსებს ვითარების კიდევ ერთხელ დაძაბვის საშუალებას", - განაცხადა სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."