"საიდან აჭმევ დათვს ყოველ დღე 5 კილო ხორცს? ციცერონი ხარ?" - დაპირისპირება შალვა ნათელაშვილსა და ლალი ბადურაშვილს შორის

"საიდან აჭმევ დათვს ყოველ დღე 5 კილო ხორცს? ციცერონი ხარ?" - დაპირისპირება შალვა ნათელაშვილსა და ლალი ბადურაშვილს შორის

ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემაში "პრიორიტეტები" შალვა ნათელაშვილმა ლალი ბადურაშვილის შესახებ გააკეთა განცხადება, რასაც ადრესატი ამავე ტელეკომპანიის შუადღის თოქ-შოუში "3-დან 5-მდე" გამოეხმაურა. როგორც ლალი ბადურაშვილმა აღნიშნა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბაზალეთში 7 მილიონიან მარმარილოს სასახლეს იშენებს და დათვიც ჰყავს, რომელსაც ყოველდღე 5 კილო ხორცი ჭირდება. ლალი ბადურაშვილს აინტერესებს, საიდან აქვს ამდენი ფული ოპოზიციონერს.

შალვა ნათელაშვილი: მე რომ გამაჩნდეს ფული, შევქმნიდი ინტელიგენციის დარბაზს, დავუნიშნავ ბადურაშვილის ქალს 2000 ლარს, დოლიძის ქალს - 5000 ლარს, შენგელიებს ასევე 5 000 ლარს... ასეთი ელიტის ხელში, ჩვენ რომ არ ვიყოთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რა გვეშველებოდა, რა გადაგვარჩენდა?!.

ლალი ბადურაშვილი: შალვა ნათელაშვილს სერიოზულ ფიგურად ვერ აღვიქვამ. ჯერ ერთი, თავის პარტიას მიხედოს. ადრე "ლეიბორისტული პარტია" რეიტინგული პარტია იყო, მაგრამ დაუვარდა რეიტინგი. ბატონო შალვა, მე დუშეთში გაზრდილი ქალი ვარ, ყველაფერი ფეხით მაქვს მოვლილი. იქ ხალხს ძალიან უჭირს... ეხლა შენ გეკითხები, რა მამა ჰყავდა შალვა ნათელაშვილს, რომ ბაზალეთში 7 მილიონიან სახლს აშენებს, დათვი ჰყავს, რომელსაც ყოველ დღე 5 კილო ხორცი უნდა. საიდან აჭმევ ამ დათვს ყოველ დღე 5 კილო ხორცს? მამა გყავდა მილიონერი, შენ ხარ ციცერონი? რა იშოვე შალვა ასეთი?

იხილეთ ვიდეო: ლალი ბადურაშვილისა და შალვა ნათელაშვილის დაპირისპირებამ ინტერნეტი მოიცვა - "ამდენი ტყუილი როგორ შეიძლება, თქვენს თავს მიხედეთ"