ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი

ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი

ამ დროისთვის, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საჩივრები მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. კერძოდ, ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ერთ-ერთ საჩივარში აღნიშნულია, თითქოს კენჭისყრის პროცესი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო.

"პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე 08:15 საათზე შევიდა და რა თქმა უნდა, ამომრჩევლის შესვლის შემდეგ დაიწყებოდა კენჭისყრის პროცესი", - განმარტა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ 48-ე საარჩევნო უბანზე საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილი პირი იმყოფება, რამაც გარკვეული პროცესების შეფერხება გამოიწვია. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ერთ-ერთ საჩივარში მითითებულია, თითქოს 48-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხმამაღლა არ გამოაცხადა.

"ჩვენ გადავამოწმეთ და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უბანზე იმყოფებიან დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები, შესაბამისად, უბანზე იყო გარკვეული ხმაურიც და შესაძლოა, ზოგიერთმა წარმომადგენელმა ვერ გაიგო გამოცხადებული ინფორმაცია, თუმცა მთავარია, რომ კომისიის თავმჯდომარემ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია გამოაცხადა",-განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე საჩივარი შეეხება ამომრჩევლების მიერ კაბინების გარეთ ხმის მიცემის მცდელობის განხორციელების ერთეულ ფაქტებს. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, ერთეული ფაქტები დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა თავად კომისიის წევრების მიერ.

"როდესაც თავად ამომრჩევლები ცდილობდნენ ხმა მიეცათ კენჭისყრის კაბინის გარეთ, კომისიის წევრები მიუთითებდნენ ამომრჩევლებს, რომ შესულიყვნენ კაბინაში და იქ განეხორციელებინათ საკუთარი კონსტიტუციური უფლება", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."