მარნეულის გამგებელი პოლიციის მიერ საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვას უარყოფს

მარნეულის გამგებელი პოლიციის მიერ საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვას უარყოფს

მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი აქვს და ადგილობრივები ავტომანქანით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

როგორც გამგებელმა "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო უბანთან მისასვლელ გზაზე პოლიციას მოძრაობა ცალხმრივად აქვს გადაკეტილი, რათა გზაზე საცობი არ შეიქმნას.

როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არჩევნებს აგებენ და ცდილობენ "ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით გაამართლონ მარცხი".

"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს.

როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, პოლიციას სოფელში რამდენიმე გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობას განუმარტავს, რომ დაახლოებით 500-600 მეტრი ფეხით უნდა გაიარონ, რომ საარჩევნო უბანზე მოხვდნენ.

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ლიდერები იმ ადგილისკენ მიდიან, სადაც მათი ინფორმაციით, პოლიციელებს გზა აქვთ გადაკეტილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."