მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

მარნეულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებშისაარჩევნო უბნებიდაიხურა. კანონმდებლობის თანახმად, ხმის მიცემა 20:00 საათზე შეწყდა.

პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი,მარნეულის 48-ე უბნის გარდა 08:00 საათზე დაიწყო. აღნიშნულ უბანში ამომრჩეველთა სიმრავლის გამო, კენჭისყრის დაწყება 15 წუთით დაგვიანდა.

№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული)პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართა, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა. განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე კი, უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა, შემდეგ დაბრუნდა და ხმები დაითვალეს, თუმცა საბოლოოდ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო. სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა საჭირო ორივე სოფელში განმეორებითი არჩევნების ჩატარება.

რაც შეეხება მარნეულს, სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე უბანზე 8 ოქტომბერს დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. აღნიშნული უბნის შედეგები ასევე გაბათილდა.

დამკვირვებლების შეფასებით, ოთხივე უბანზე ხმის მიცემის პროცესი მთელის დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."