იქნება თუ არა კახი კალაძე ახალ მთავრობაში - რას პასუხობს ჟურნალისტის კითხვას ყოფილი მინისტრი

იქნება თუ არა კახი კალაძე ახალ მთავრობაში - რას პასუხობს ჟურნალისტის კითხვას ყოფილი მინისტრი

ჩემთვის ეს დღეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, - ასე უპასუხა პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ "იმედთან" საუბარში შეკითხვას, პარლამენტში გააგრძელებს მომავალ საქმიანობას თუ მთავრობაში დაბრუნდება.

კალაძის თქმით, ახლა მთავარი საკითხი მეორე ტურის ჩატარება და გამარჯვების მოპოვებაა.

"გულრწფელად გეტყვით, ჩემთვის ეს დღეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. დღეს მთავარია მზადება მეორე ტურებისთვის. ჩვენ ვემზადებით და 30 ოქტომბერს, დარწმუნებული ვართ, გავიმარჯვებთ. თუმცა უახლოეს მომავალში ესეც ცნობილი გახდება როგორც თქვენთვის, ა სევე საზოგადოებისთვის. გუნდში პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით აუცილებლად იქნება საუბარი, თუ ვინ სად რა მიმართულებით გააგრძელებს მომავალში მუშაობას. მთავარია, რომ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმ ამბიციური გეგმის შესასრულებლად, რომელიც პარტიამ წარმოადგინა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ," - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."