მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველები საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე არიან განთავსებულები.

პოლიციელები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში არ გამოჩენილან.

ადგილზე ასევე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მხარდამჭერები და პარტის მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი.

ამ წუთებში მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი უნდა დაიწყოს. კომისიის წევრები ამჟამად სავარუდოდ ხმების დათვლამდე საჭირო ბოლო პროცედურებს გადიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."