უახლესი ინფორმაცია ცესკო-დან საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ

უახლესი ინფორმაცია ცესკო-დან საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მ ორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ოთხივე საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა. ამჟამად მიმდინარეობს ხმების დათვლა.

ამასთან, ცესკომ პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდა, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა შეძლოს.

"იმის გამო, რომ მთელი დღის განმავლობაში ოთხივე საარჩევნო უბანზე, განსაკუთრებით კი, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ, მათ შორის, სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები, ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა შეძლოს", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."