ზუგდიდში დამკვირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო საჩივარი დაიწერა

ზუგდიდში დამკვირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო საჩივარი დაიწერა

ზუგდიდში დამკვირვებელმა ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო შენიშვნა მიიღო. ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა გოჩა რაფავამ ამომრჩეველს თვალი ჩაუკრა, რის გამოც, ორგანიზაცია "საუნჯეს" წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.

ცესკო-ს ინფორმაციით, გოჩა რაფავას საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა.

რაც შეეხება, ზოგადად, საჩივრების რაოდენობას, ამ დროისთვის, ცესკო-ს მონაცემებით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაწერილია რვა საჩივარი, ზუგდიდის საოლქო კომისიაში ერთი, ხოლო ზუგდიდის საუბნო კომისიებში ორი საჩივარი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."