"ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ მათი კანდიდატი პირველობას შეინარჩუნებს

 "ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ მათი კანდიდატი პირველობას შეინარჩუნებს

"ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შემდეგ, მათი კანდიდატი პირველობას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მარნეულში განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, რომ ისე როგორც დღეს, მეორე ტურებშიც, ხელისუფლების მხრიდან დაშინების მიუხედავად, მობილიზება მოხდინოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის, რომელიც ხმას "ქართულ ოცნებას" არ მისცემს.

"მთავარი მეთოდი ივანიშვილის რეჟიმის იყო ძალადობა, დაშინება და ა.შ. ამის მიუხედავად აკმამედ იმამკულიევი, რომელმაც არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, თუმცა გაუყალბეს, დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილს შეინარჩუნებს და მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის დღეს, არჩევნების თვალსაზრისით, არის სწორედ დაშინებისა და ძალადობის მეთოდი, რომელიც ივანიშვილმა გააფართოვა და გააღრმავა, ასევე კრიმინალი, სუს-ი და ადმინისტრაციული რესურსი. ყველა მეთოდს მიმართავენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩველის დაშინებისთვის. ჩვენი მიზანი მომავალშიც და მეორე ტურშიც იქნება, დაშინების მიუხედავად, მობილიზება მოვახდინოთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის, რომელიც ხმას მისცემს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ლიდერები დღეს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, უბანზე მაინც გამოჩნდნენ ე.წ. კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც ასევე ირიბ ზემოქმედებას ახდენდნენ ამომრჩეველზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."