არსებული მონაცემებით, ზუგდიდში ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა, სანდრა რულოვსს კი 441-მა ამომრჩეველმა დაუჭირა

არსებული მონაცემებით, ზუგდიდში ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა, სანდრა რულოვსს კი 441-მა ამომრჩეველმა დაუჭირა

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" შტაბში განუცხადეს, განმუხურის 38-ე უბნის შედეგებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 285 ხმა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 159 ხმა მიიღო.

რაც შეეხება ჯიხაშკარის ორ უბანს, ამ შემთხვევაში ედიშერ თოლორაიას მხარი 387-მა და 309 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ჯამში 696 ხმას შეადგენს, სანდრა რულოვს კი ერთ უბანზე ხმა 165-მა, მეორეზე კი 117-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ჯამურად 282 ხმაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუმარტა, "დამაჯერებელი ლიდერობის" მიუხედავად, მოცემული შედეგებით, სამეგრელოს აღნიშნულ უბნებზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."