გიგა ბოკერია - მარნეულში ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული და მაინც წააგეს

გიგა ბოკერია - მარნეულში ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული და მაინც წააგეს

მარნეულში ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული და მაინც წააგეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" იბრძოლებს მეორე ტურებში იმისთვის, რომ გაზარდოს მხარდამჭერების და იმ სოფლებისა და თემების რაოდენობა, "სადაც ხელისუფლება თავის თავს ვერ გაიტანს".

"დღევანდელი შედეგი ასევე ადასტურებს იმას, რაც ისედაც ვიცოდით, რომ 8 ოქტომბერს მომხდარი იმ ძალიან სამწუხარო ფაქტის მიზეზი იყო გაყალბების მცდელობა. ამ ყველაფრის შემდეგ, როცა აქ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული და ათლეტური აღგნაგობის ახალგაზრდები იყვნენ მობილიზებულები, მაინც წააგეს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, განწირულია არჩევნების გზით დამარცხებისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტური "ძალიან რთული იქნება", მაგრამ მათი ვალია, ყველგან იბრძოლონ დემოკრატიული გზით.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე იმამკულიევმა 378 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ნავერიანმა - 307 ხმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."