მარნეულის საოლქო კომისია: ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა 381 ხმა მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კი 313

მარნეულის საოლქო კომისია: ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა 381 ხმა მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კი 313

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის საბოლოო შედეგების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა კი 313.

როგორც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ განმარტა, აღნიშნულ მონაცემებში არ არის ასახული გადასატანი ყუთის ბიულეტენები, რომლის დათვლაც საოლქო საარჩევნო კომისიაში მოხდება.

მისივე განმარტებით, გადასატან ყუთში სულ 33 ბიულეტენია მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, #48-ე უბანზე სულ 9 საჩივარია დაწერილი და მათი განხილვა 24 ოქტომბერს მოხდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."